ვითარება ბათუმის ინფექციურში

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული პირი მკურნალობს. ერთი ადამიანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, გუშინ გვიან ღამით, საეჭვო სიმპტომებით ოთხი პირი შეიყვანეს. ოთხივე კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მათი ანალიზების პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.