ვითარება ავღანეთში

შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო კოალიციური ჯარების 20-წლიანი მისია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება. ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებს და პროცესი აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. მრავალეროვნული საერთაშორისო მისიის დასრულების პარალელურად, თალიბები ავღანეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში გააქტიურდნენ და რამდენიმე რაიონი დაიკავეს. შეერთებული შტატების ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულება ავღანეთში, უსაფრთხოების პერსპექტივას კითხვის ქვეშ აყენებს, რადგან მოსახლეობა შიშობს, რომ შიდა ავღანური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება და „თალიბანი“ ხელისუფლების მოპოვებას ძალით შეეცდება. ავღანეთში მდებარე დიპლომატიურ მისიებში ხალხმრავლობაა – მოქალაქეები ქვეყნიდან გასვლას ცდილობენ.

მოამბე