ვითარება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხების აღიარებას ისევ არ ჩქარობს.

დონალდ ტრამპი საუბრობს დარღვევებზე, რომლებიც მისი მტკიცებით, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში მოხდა, თუმცა ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები თეთრი სახლის ლიდერის იურისტებს ჯერ არ წარუდგენიათ. ბოლო სოციოლოგიური კვლევით, ტრამპის ამომრჩეველთა 70%-ს არ სჯერა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. მაშინ როდესაც რამდენიმე შტატში ხმების დათვლა ახლაც გრძელდება, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესასვლელად ემზადება და ახალი ადმინისტრაციის ფორმირებაზე მუშაობს, სადაც ნაცნობ სახეებსაც ვარაუდობენ. მათ შორის სიუზან რაისსა და ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნის და გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის სტატუსით.

დატოვე კომენტარი