ვითარება „ანას ბაღში“

ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღის“ გარშემო ხმაური გრძელდება.

22 თებერვალს, მოსახლეობის მიერ თვითნებურად მოწყობილი მცირე ზომის სკვერი, დღეს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დაშალეს. კომპანია ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ საკუთრებაშია, ამიტომ სკვერის დემონტაჟი განახორციელეს. მათივე თქმით, პროვოკაციების უკან გარკვეული პოლიტიკურო ჯგუფები დგანან.

ანას ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებს კახა კალაძე გამოეხმაურა.