ვითარება ახლო აღმოსავლეთში

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ბაღდადის ე.წ  მწვანე ზონაში, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, სამი რაკეტა ჩამოვარდა. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბაღდადის ცენტრში განგაშის სირენები ჩაირთო. ერთ-ერთი რაკეტა ამერიკის საელჩოდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, 8 იანვარს, ღამით, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ჯარებია დისლოცირებული. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო.

დატოვე კომენტარი