ვითარება ახლო აღმოსავლეთში – მოლაპარაკებების პერსპექტივა

12:12, 24.05.2026

შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლა შეთანხმების საბოლოო ასპექტებისა და დეტალების განხილვა მიმდინარეობს და მალე გამოცხადდება. მისივე თქმით, შეთანხმებით, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ჰორმუზის სრუტეც გაიხსნება. ტრამპის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან ირანსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმს ეხება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ცალკე სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის ლიდერთანაც.

მსგავსი