ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს რომ კონფლიქტი უნდა შეწყდეს, რათა არ მოხდეს მისი გაფართოება. მან ასევე გააკრიტიკა „ირანისა და მარიონეტული ძალების მიერ რეგიონის სუვერენულ ტერიტორიებზე თავდასხმები,“ რომელშიც, ის კვიპროსში ბრიტანულ ავიაბაზასა და საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გულისხმობს. ამერიკასა და ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობდა და მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ირანის კონფლიქტი და მასში აშშ-სა და ისრაელის მონაწილეობა საერთაშორისო სამართალს არღვევს. პარალელურად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრით, რომელმაც მას დიეგო-გარსიას ბაზის, ირანზე დარტყმების განსახორციელებლად გამოყენებაში ხელი შეუშალა.