უკვე მე-14 დღეა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობამ ორივე მხარეს 5 ათასს გადააჭარბა. ისრაელი განაგრძობს ღაზაში საჰაერო ოპერაციას. ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 4 100-ს მიაღწია. არაბულ ანკლავში ამ დრომდე ეძებენ 4 000-ზე მეტ ადამიანს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს ღაზას სექტორში, საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს, ქალაქ კირიათ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა. გაერო-ში ამბობენ, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში სავარაუდოდ 21 ოქტომბერს მოხდება.