ვითარება ახლო აღმოსავლეთში

გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ლიბანში. შედეგად დაღუპულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ღაზის სექტორშიც. ბოლო მონაცემებით გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის შეტევებს 73 პალესტინელი შეეწირა. ისრაელში კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ელოდებიან, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებს განიხილავს.