ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:35, 15.07.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

რეგიონში სამხედრო კონფრონტაციის ახალი ტალღა მიმდინარეობს, რასაც თან ახლავს ორმხრივი სარაკეტო იერიშები და ეკონომიკური ბლოკადა. კონფლიქტის მწვავე ესკალაცია თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმამ გამოწვია. საპასუხოდ ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის სამხრეთ სანაპირო ზოლსა და პორტებზე ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანა. არის მსხვერპლი. დონალდ ტრამპმა უკვე მეორედ გამოაცხადა ირანული პორტების სრული ბლოკადაც. შტატების პრეზიდენტი თეირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით იმუქრება. ავიაიერიშებს საპასუხო დარტყმებით პასუხობს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. თუ პორტების ბლოკადა გაგრძელდება, ოფიციალური თეირანი ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის სრულად ჩაკეტვას აანონსებს.

მეხუთე დღე სამხედრო დაპირისპირების  განახლებიდან – ნახეთ სალომე თორაძის სიუჟეტში.

მსგავსი