ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:50, 24.06.2026

ურთიერთგარიგების მემორანდუმი ელექტრონულად ხელმოწერილია, თუმცა ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულების გარშემო მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფონზე მთავარი სადავო საკითხებია ბირთვული პროგრამა, ბალისტიკური რაკეტების წარმოება და ნავთობპროდუქტების გამტარ მთავარ საზღვაო გასასვლელში, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა. დავის საგანია ისიც, როგორ მოხდება ირანში ბირთვული მასალების მონიტორინგი. შეთანხმების შინაარსის და ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თებერვლის ბოლოს დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო ტრამპის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება იზრდება ქვეყნის შიგნითაც – სენატში მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც პრეზიდენტს ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილებები ეზღუდება, პრეზიდენტი უაზრობად, ირანს კი კუთხეში მიმწყვდეულად აცხადებს.

მსგავსი