ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ზავის დადების შემდეგ.
ირანის კუნძულ ყეშმზე შტატების ცენტრალური სარდლობის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშზე საპასუხოდ, თეირანმა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. „აგრესიის აქტებზე“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ და უტყუარ პასუხისმგებლობას ქუვეითისა და ბაჰრეინის ლიდერებს აკისრებს. საპასუხოდ, ქუვეითმა ირანის დიპლომატიური მისიის ორი წევრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
რაც შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მხარეები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი თანახმაა, არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ თეირანში, სადაც ვაშინგტონის მოთხოვნებს გადაჭარბებულად აცხადებენ და მას არ ეთანხმებიან.