ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა ახალმა თავდასხმებმა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. თეირანი ვაშინგტონს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ირანული მხარის განცხადებით, თავდასხმის სამიზნედ იქცა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამერიკა თავდასხმებს თავდაცვით დარტყმებს უწოდებს. ამ ფონზე ტრამპი ირანს მის მიერ გაგზავნილ წინადადებებზე დროული პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს და იმეორებს, რომ ირანს ბირთვული პროგრამა არ ექნება. სწორედ ეს არის პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე არაპირდაპირ მოლაპარაკებებში აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. უარის შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი თეირანს უფრო ძლიერი და სასტიკი დარტყმებით ემუქრება. ბოლო 24 საათის თავდასხმებს უკვე აქვს ნეგატიური ეფექტი გლობალურ ეკონომიკაზე და ისედაც მწვავე კრიზისში მყოფ ენერგეტიკულ ბაზარზე. ნავთობის შედარებით შემცირებული ფასი დღეს ისევ გაიზარდა.