ვითარება ახლო აღმოსავლეთში

15:21, 05.05.2026

აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პირველად, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით დრონები გაუშვა. შედეგად, ფუჯაირას პორტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სამი ადამიანი. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია. საამიროების საგარეო უწყება ირანის თავდასხმას გმობს და იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“ რომ უპასუხონ. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანის ორ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის თავდასხმების შედეგად, ლიბანში 17 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი