ვითარება ახლო აღმოსავლეთში
მეორე სამშვიდობო ზავი ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. 34-წლიანი პაუზის შემდეგ ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.
მხარეები 10 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ლიბანის მისამართით ისრაელის ავიაიერიშები აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ზავის გაფორმების შემდეგაც ინტენსიურად გრძელდებოდა, რადგან ოფიციალური თელავივი, თეირანისგან გასხვავებით, ლიბანის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას ორკვირიანი შეთანხმების ნაწილად არ მიიჩნევდა. მოლაპარაკების მეორე რაუნდი ისრაელსა და ლიბანს შორის უკვე ლიდერების დონეზე ისევ ვაშინგტონში დაიგეგმა. შეხვედრა ამჯერად უკვე ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაზე იქნება ფოკუსირებული. სულ უფრო მყიფე ხდება ამერიკა-ირანს შორის მიღწეული დროებითი ზავი – ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია, გრძელდება ირანული პორტების ამერიკული ბლოკადაც. სულ უფრო მზარდია გლობალური ეკონომიკური ზარალი, საავიაციო საწვავის კრიზისის საფრთხის წინაშე დგანან ევროპის ქვეყნები. თეირანისთვის წაყენებული პირობების არ შესრულების შემთხვევაში ვაშინგტონი ირანს იერიშების განახლებით ემუქრება.