ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

ორკვირიანი მყიფე ზავის გამოცხადებიდან, მეორე დღეს დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ისევ ცეცხლის განახლებით ემუქრებიან. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ზავის პირობებში ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიაზე თავდასხმების განახლებაა. ისრაელის ქმედებებს ირანი შეთანხმების აშკარა დარღვევად აცხადებს და ავიაიერიშების გაგრძელების შემთხვევაში საპასუხო ზომებით იმუქრება. თუმცა, როგორ თელავივში ისე ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ შეთანხმება ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას არ ითვალისწინებდა. საკუთარი მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. თუ ჰორმუზის სრუტე დროულად არ გაიხსნება, დონალდ ტრამპი გამანადგურებელ დარტყმებს აანონსებს. რამდენად შედეგიანი იქნება ორ კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ეს ახლა დიდწილად იმ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, რომელიც 11 აპრილს ისლამაბადში უნდა გაიმართოს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ დროებით ზავის პირობებში იერუსალიმის წმინდა ადგილები მომლოცველებისთვის გაიხსნება.