ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ რთულია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს ირანის ორ უდიდეს ნავთობქიმიურ კომპლექსზე. ამასთან, ირანში მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, დღეს, ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე თავი შეიკავონ მატარებლით მგზავრობისგან. ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან და „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 133 დაშავებული გადაიყვანეს. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების, შედეგად ქვეყნის მასშტაბით, ასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა. ისრაელის მიმართულებით დარტყმებს აგრძელებს ირანიც. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ქუვეითის საჰაერო ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად 15 ამერიკელი დაშავდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის თქმით, ირანში ოპერაციის დროს 373 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. მათგან დაახლოებით 330 უკვე დაუბრუნდა სამსახურს.