ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანში მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსზე განხორციელებულ იერიშს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია იმ ორ ობიექტს შორის, რომლებიც ირანში ბალისტიკური რაკეტებისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტს“ აწარმოებენ. ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 170 კი დაშავდა. ნავთობქიმიურ ქარხანაზე იერიში დაადასტურეს ისრაელშიც.