ხუთკვირიანი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას პირველად, აშშ-მა ირანში სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. აშშ-ის სამხედრო ძალები ახლა ირანში სამაშველო ოპერაციას ატარებენ. მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი მფრინავი გადაარჩინეს, მეორის ძებნა გრძელდება. თავის მხრივ თეირანი პილოტის აყვანაში დახმარებაზე ან ლიკვიდაციაზე ჯილდოს აწესებს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის ომის მდივანმა არმიის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა. ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ფონზე ტრამპი კონგრესს თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნით მიმართავს. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის და ენერგორესურსების გამტარი მნიშვნელოვანი საზღვაო გზის ბლოკირების გამო, სერიოზულ ზარალს განიცდის გლობალური ეკონომიკა – სწორედ ენერგომატარებლების ფასების ზრდა სახელდება მსოფლიოში სურსათის გაძვირების მიზეზად. ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ბაჰრეინის წინადადებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო თავდაცვითი საშუალების გამოყენებას გულისხმობს. სანაოსნო მარშრუტის განსაბლოკად სამხედრო გზის გამოყენებაზე უარის გამო, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყოველდღიურად სულ უფრო მწვავდება.