ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:59, 31.03.2026

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვის თავზეც რთული ვითარება ნარჩუნდება.

ოფიციალური თეირანი დონალდ ტრამპის 15-პუქნტიან სამშვიდობო შეთავაზებას არ თანხმდება, ვაშინგტონისა და თელავივის მიზნები კი ჯერ ისევ მიუღწეველია. შესაბამისად ინტენსიური ავიაიერიშები გრძელდება. შტატებისა და ისრაელის ავიადარტყმებზე საპასუხოდ თეირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ისევ ბომბავს. შეტაკებები გრძელდება ისრაელი-ლიბანის საზღვარზეც, სადაც ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ განადგურებას ცდილობს. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე შტატების სამხედრო ოპერაციისგან დისტანცირებას ცდილობენ ევროპული ქვეყნები, რაც ოფიციალური ვაშინგტონის უკმაყოფილების მიზეზია, ამერიკის პრეზიდენტი მოკავშირეებს მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს. ამ დრომდე ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რაც მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

თუ ჰორმუზი არ გაიხსნება, ცალკეული ქვეყნები ბარელი ნავთობის ფასის 200 დოლარამდე ზრდასაც არ გამორიცხავენ – მარიამ რობაქიძე დეტალებით.

მსგავსი