ვითარება ისევ დაძაბულია ახლო აღმოსავლეთში. ქუვეითში აცხადებენ, რომ დუბაიში მდებარე ნავთობტანკერ „ალ-სალმიზე“ ირანმა იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად ტანკერი დაზიანდა და ხანძარი გამოიწვია. ნავთობის კორპორაციამ ინციდენტი ირანის „სასტიკ დარტყმად“ შეაფასა და გაავრცელა გაფრთხილება, მიმდებარე წყლებში ნავთობის შესაძლო დაღვრის შესახებ. მათივე ცნობით, ეკიპაჟის 24-ვე წევრი უსაფრთხოდ არის. დუბაის ხელისუფლების ინფორმაციით, კი – საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევები, ალ-ბადაში მიტოვებულ სახლში აღმოჩნდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ოთხი ადამიანი კი – დაშავდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის დედაქალაქშიც, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება ისრაელს, თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა რაკეტები გაუშვა ქვეყნის მიმართულებით, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების ჩამოგდება შეძლეს.