ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:38, 30.03.2026

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის დასრულების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

მოლაპარაკებაზე ცნობების გავრცელების პარალელურად დონალდ ტრამპი ირანის მისამართით ახალ მუქარის შემცველ გზავნილს აჟღერებს. აშშ-ის პრეზიდენტი ისევ ახსენებს 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და მათ უმეტეს ნაწილს შეთანხმებულად აცხადებს, თუმცა შეთანხმების დროულად ვერ მიღწევის და ჰორმუზის სრუტის დროულად არ გახსნის შემთხვევაში, ტრამპი ირანის ენერგოობიექტების, ნავთობ-ჭაბურღილებისა და კუნძულ ხარგის დაბომბვით იმუქრება. სწორედ ამ კუნძულზე გადის ირანის ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი. თავის მხრივ არანაირ მოლაპარაკებას არ ადასტურებს თეირანი. ამ დრომდე ბლოკირებული რჩება ჰორმუზის სრუტე, რომელიც ნავთობის მსოფლიო მომარაგების მეხუთედს ატარებს. შედეგად ნავთობის ფასი სულ უფრო იზრდება და გლობალური ეკონომიკა ყოველდღიურად ზარალდება.

მსგავსი