ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

ჩაანაცვლებს თუ არა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია – ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მედიაში დონალდ ტრამპის 15-პუნქტიანი სამშვიდობი გეგმის არაოფიციალური დეტალები გავრცელდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანისგან ბირთვული ობიექტების განადგურებას, ბალისტიკურ რაკეტების წარმოების შეზღუდვას, სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ მხარდაჭერის შეყწვეტას და ჰორმუზის სტურის გახსნას მოითხოვს. საპასუხოდ შტატები ირანს სანქციების მოხსნას და სამოქალაქო ბირთვული ობიექტების განვითარებაში დახმარებას ჰპირდება, თუმცა ვაშინგტონის პირობები მიუღებელია თეირანისთვის, სადაც შტატებს კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის რეჟიმზე“ გადაჰყავს და ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის დანაყოფებს აგზავნის – ეს აშშ-ის არმიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოქმედი სამხედრო დანაყოფია.