ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

21:43, 24.03.2026

კომუნიკაცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე 24-დღიანი სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად.

ირანში ადასტურებენ, რომ აშშ-სგან შეთანხმების პირობები მიიღეს. მანამდე თეირანი რაიმე კომუნიკაციას კატეგორიულად უარყოფდა. დღევანდელი განცხადებების მიხედვით, თეირანი საკუთარ წინადადებებს ძალაში ტოვებს და ეს გზავნილი, როგორც დღეს ირკვევა, 19 მარტს, სატელეფონო საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახალი უზენაესი ლიდერის სახელით ტრამპის წარმომადგენელს გადასცა. ირანი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებს, რაც ვაშინგტონის მოთხოვნაა. ირანის ხელისუფლება საერთაშორისო სანქციების მოხსნასაც მოითხოვს. კომუნიკაციის პროცესში აშშ-ს ირანის ენერგოობიექტებზე იერიშები ხუთი დღით შეწყვეტილი აქვს. ამ ფონზე ირანი იერიშებს არ წყვეტს, დარტყმებს განაგრძობს ისრაელიც. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ირანს ჰორმუზის სრუტე კვლავ ბლოკირებული აქვს.

დაიწყება თუ არა ამერიკასა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა – სალომე თორაძე დეტალებით.

მსგავსი