ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ბოლო 24 საათში 108 ადამიანია დაშავებული, ისინი კლინიკებში საშუალო და მსუბუქი დაზიანებებით არიან გადაყვანილები. ღამის განმავლობაში თელ ავისა და იერუსალიმში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სარაკეტო დარტყმები გრძელდება ლიბანის ტერიტორიიდანაც. დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შეტევის გამო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო იერიშის მანიშნებელი სიგნალი რამდენჯერმე ჩაირთო. რაც შეეხება ირანს, როგორც ცნობილია აფეთქებების ხმა ისმოდა ისპაჰანში. ირანში აცხადებენ, რომ ერაყსა და ქუვეითში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმები განახორციელეს. საუდის არაბეთში, დუბაისა და კატარში კი უპილოტო საფრენი აპარატები დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ყველა დრონი ჩამოგდებულია და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.