ვითარება ახლო აღმოსავლეთში

დარტყმების ახალი ფაზა ირანის წინააღმდეგ – აშშ ირანის სამხედრო შესაძლებლობების დიდ ნაწილს განეიტრალებულად აცხადებს. იგულისხმება სამეთაურო ცენტრები, საბრძოლო მასალების საწყობები, საზღვაო ფლოტი, ბალისტიკური სარაკეტო ინფრასტრუქტურა და რაკეტების მწარმოებელი ობიექტები.

ახლა მთავარი სამიზნეებია ნაღმების საწარმოები და საზღვაო ბაზები, რათა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის პირობებში თეირანს კომერციულ გემებზე თავდასხმების საშუალება აღარ ჰქონდეს. ამერიკის ომის მდივანი დღეს ირანზე და მის დედაქალაქზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დარტყმებს აანონსებს. მასშტაბური აფეთქება მოხდა თეირანში, სადაც დღეს დემონსტრაციები იგეგმებოდა.

ისრაელზე და ყურის ქვეყნებზე საჰაერო შეტევებს განაგრძობს ირანიც. რაკეტები და დრონები გაუშვეს ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და დუბაიში, ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს თურქეთის საჰაერო სივრცეშიც.

ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟში.