ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური ავიაიერიშები არ წყდება.
იბომბება ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციები. რამდენიმე საათის წინ ისრაელი თავს დაესხა ირანის ბირთვულ ობიექტებს, ინფრასტრუქტურას, რომელიც რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებოდა. საპასუხოდ თეირანი შტატების და ისრაელის სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანაში ბომბავს. ისრაელს ლიბანიდან გაშვებული რაკეტების მოგერიებაც უწევს, ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილს „ჰეზბოლამ“ 200-მდე რაკეტით დაარტყა. იზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა. 13 დღის წინ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას დონალდ ტრამპი წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა ანონსებს, რომ კონფლიქტის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მაშინ, როდესაც ამერიკის ლიდერი მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად განადგურებულად აცხადებს, თეირანი ოპერაციის ახალი ფაზის დაწყების შესახებ იტყობინება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ვრცელდება ახალი უზენაესი ლიდერის განცხადებაც. მოჯთაბა ხამენეი შურისძიებას და ჰორმუსის სრუტის ბლოკადის გახანგრძლივებას პრიორიტეტად ასახელებს.