ინტენსიური ავიაიერიშები და დაბომბილი სატრანსპორტო და სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ირანის წინააღმდეგ მოკავშირეების ერთობლივი სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ამჯერად ისრაელის თავდასხმის სამიზნე თეირანის გარდა, ლიბანში მდებარე „ჰეზბოლას“ პოზიციები გახდა. შტატების ინტენსიური იერიშების შედეგად კი 20-მდე ირანული გემი განადგურდა, რომლებიც ჰორმუზის სრუტის დანაღმვისთვის გამოიყენებოდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თეირანმა სრუტის დანაღმვა დაიწყო. გაურკვეველი წარმომავლობის ჭურვებით სამი ნავთობმზიდი დაზიანდა. ავიაიერიშებზე საპასუხოდ ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას ისევ ბომბავს. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დანებებისკენ მოუწოდებენ, თუმცა კონკრეტული მიზნების მიღწევამდე არცერთი მათგანი ომის შეწყვეტას არ აპირებს. კონფლიქტის მე-12-ე დღე და მსოფლიო ლიდერების გზავნილები – ნახეთ სალომე თორაძის რეპორტაჟში.