ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

ახალი საჰაერო შეტევები ახლო აღმოსავლეთში და სამხედრო დაპირისპირების არეალის მზარდი საფრთხე – დაბომბვების და ავიაიერიშების ფონზე ირანში ახალი სულიერი ლიდერი აირჩიეს.

ექსპერტთა ასამბლეამ არჩევანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟზე შეაჩერა. ბალისტიკური რაკეტების წარმოების და მათი გაშვების უნარის და ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობის აღკვეთა – ამ მიზნების მიღწევამდე აშშ 28 თებერვალს ისრაელთან ერთად დაწყებული სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთული ხდება ყურის ქვეყნებში, რომლებიც ოპერაციის დაწყების დღიდან ირანის დარტყმების სამიზნეებად იქცნენ. ამერიკულ ობიექტებზე და დიპლომატიურ მისიებზე თეირანის საჰაერო იერიშები არ წყდება – ამერიკას დიპლომატების დიდი ნაწილი გაჰყავს საუდის არაბეთიდან, თავდასხმის გამო ცეცხლში გაეხვა ბაჰრეინის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მეორე კვირაა, ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე, რომლითაც ყურის ქვეყნებიდან ნავთობის და გათხევადებული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ხდება.