ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია.

უკვე მეორე კვირა დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. კონფლიქტი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ისრაელმა ბოლო საათებში ირანზე შეტევების ახალი ტალღა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში ნავთობსაცავები დაიბომბა. ასევე  ბეირუთში სასტუმროზე ისრაელის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა — შენობას სამხრეთ ლიბანიდან გამოქცეული დევნილები აფარებდნენ თავს. მედიაში წერენ, რომ ოპერაციის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 1172 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 194 ბავშვია. ლიბანში კი მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 400-ს აჭარბებს. ისრაელის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელს კარგად ორგანიზებული გეგმა აქვს, რომელიც მისი თქმით, ირანში ცვლილებების შესაძლებლობას შეუწყობს ხელს.