ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ისევ დაძაბულია.

უკვე მეორე კვირა დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. კონფლიქტი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ისრაელმა ბოლო საათებში ირანზე შეტევების ახალი ტალღა განახორციელა. მედიაში წერენ, რომ ოპერაციის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 1172 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 194 ბავშვია. ლიბანში კი მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 300-ს აჭარბებს. მსოფლიოს ლიდერები ომის მიმდინარეობაზე, მის შედეგებსა და საკუთარ პოზიციებზე აქტიურად საუბრობენ.