ვაშინგტონი თეირანს დანებებისკენ მოუწოდებს. შეთანხმება არ იქნება, სამხედრო ოპერაცია მისი მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება – ასეთია აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი ირანის წინააღმდეგ საავიაციო შეტევების დაწყებიდან მეშვიდე დღეს. ამერიკის ადმინისტრაცია საკუთარ სამხედრო უპირატესობაზე და საკმარის საბრძოლო რესურსებზე მიუთითებს. მოულოდნელი დარტყმების ეტაპიდან ოპერაციის მორიგი ფაზის დაწყებას აანონსებს ისრაელი. სამხედრო ოპერაციის ინიციატორი ქვეყნების მხრიდან ირანის სარაკეტო კომპლექსები და საზღვაო ფლოტი განადგურებულად ცხადდება. თავის მხრივ უკან დახევას არც ირანის ხელისუფლება აპირებს, რიტორიკა თეირანიდან სულ უფრო მკაცრდება. არ წყდება საჰაერო შეტევები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე – საუდის არაბეთსა და კატარზე მდებარე ამერიკული ობიექტები მორიგი თავდასხმების სამიზნეებად იქცა. ბოლო მონაცემებით, 28 თებერვლიდან დღემდე ირანში დაღუპულთა რაოდენობა 1 200-ზე მეტია. ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე აქტუალური ხდება შეკითხვა – მოჰყვება თუ არა ავიაიერიშებს სახმელეთო ოპერაცია.
გივი ბარამიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების შესახებ.