ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაცია მეშვიდე დღეა გრძელდება. აშშ-ისრაელის სამხედრო ავიაცია და სარაკეტო სისტემები ირანის ხელისუფლების სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავს. თავდასხმების მთავარი სამიზნეა ირანის დედაქალაქი თეირანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ „ოპერაციის მომდევნო ფაზაზე გადადიან“. ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება აცხადებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების შედეგად, 3 000-ზე მეტი სახლი და 500 კომერციული ცენტრი დაზიანდა. პარალელურად, ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ლიბანში შიიტური დაჯფუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებს. ისრაელის და აშშ-ის რეგიონული ბაზებისკენ რაკეტებს და დრონებს უშვებს ირანი. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანთან კონფლიქტის შედეგად, საავადმყოფოებში 140 დაშავებული გადაიყვანეს.