ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

უწყვეტი საჰაერო შეტევები და სამხედრო დაპირისპირების არეალის გაფართოების გაზრდილი საფრთხე – ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია გრძელდება.

თეირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს, სამიზნეებია სპარსეთის ყურის ქვეყნები. მარტო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებზე დღესაც რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ტრამპი ოპერაციის მსვლელობით და შედეგებით კმაყოფილია. მთავარ მიზნად ვაშინგტონი ირანის მიერ მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობის აღმოფხვრას აცხადებს და უახლოეს დღეებში ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლის მოპოვებას აანონსებს. ავია იერიშების პარალელურად რეგიონში ეკონომიკური კოლაფსია. სრუტე, რომლითაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობი და გათხევადებული აირი გააქვთ, ირანს ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს. ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო პოზიციები გაყოფილია ევროპის ქვეყნებს შორის.

საომარი მოქმედებების მეექვსე დღე სალომე თორაძის რეპორტაჟში.