ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება. ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების დაბომბვას აგრძელებენ. საპასუხოდ, ირანი ისრაელსა და რეგიონში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს ესვრის. მსხვერპლია ორივე მხარეს. კეთდება განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდანაც. როგორც ამერიკის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში წერს, „აშშ-ს საკმარისი იარაღი აქვს სამუდამო ომისთვის და გამარჯვებისთვის მზადაა“.
როგორია სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში – გივი ბარამიძე ბოლო ცნობებით #მოამბე