ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 62 ადამიანი ემსხვერპლა. 49 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაშია დაღუპული. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული დღის განმავლობაში 205 ადამიანი დაშავდა. ამასთან, 24-საათიან პერიოდში შიმშილით გარდაცვალების 73 შემთხვევა დაფიქსირდა, რითიც შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა, მათ შორის 145 ბავშვია. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის გამო, 13 სექტემბერს ღაზაში 6 000-ზე მეტი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.