ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ღაზის ქალაქზე ისრაელის მოსალოდნელი სრულმასშტაბიანი ოპერაციის წინ რეგიონში სამხედრო დაპირისპირება ყოველდღიურად მძაფრდება. ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად ათეულობით დაღუპული და ასზე მეტი დაშავებულია. იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ისრაელის ჯარები კი ღაზას მისადგომებთან აქტიურად გადაადგილდებიან. პარალელურად, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაიბომბა იემენიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის დაკავებისთვის მომდევნო ეტაპის გეგმებს სახავს.