ისრაელმა იემენში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ დარტყმებს გააგრძელებს. ისრაელის საჰაერო ძალებმა, სანააში სამხედრო კომპლექსი დაბომბეს, სადაც იემენის პრეზიდენტის სასახლე, საწვავის საწყობი და ორი ელექტროსადგური მდებარეობს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაციმ განაცხადა, რომ მათკენ გაშვებული ყოველი რაკეტისთვის „ჰუსიტები“ ბევრად უფრო მეტს გადაიხდიან.