ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 116 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის ინფორმაციით, ქალაქ რაფაჰში 38 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან იმყოფებოდნენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედროებმა უპილოტო აპარატით ქალაქ ხან იუნისში მდებარე იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარავი დაბომბეს. ბოლო ერთ დღეში ღაზაში 90-მდე ტერორისტულ სამიზნეს დაესხნენ თავს, მათ შორის შენობებსა და გვირაბებს.