ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ბოლო 24 საათში ისრაელმა ღაზაში 150 ობიექტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ავიაიერიშები მიმართული იყო სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტის წინააღმდეგ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე ტერორისტები, იარაღისა და ნაღმების საწყობები და ტერორისტული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები იყო. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ბოლო 24 საათში, ღაზაში, სულ მცირე, 139 პალესტინელი დაიღუპა.