ღაზაში, სამედიცინო ცენტრის მახლობლად ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა თავდასხმამ 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ისრაელში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლი იყო, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა. იერიშების პარალელურად, ისრაელის და „ჰამასის“ მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა, ისრაელში ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ კიდევ ორი კვირა შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა 57 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.