ვითარება ახალქალაქში

ახალქალაქში, სადაც მკვლელობა მოხდა, ამ წუთისთვის სიმშვიდეა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მომხდარი რამდენიმე წლიან კონფლიქტს უკავშირდება. პოლიციამ საქმეზე 37 წლის მამაკაცი დააკავა. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გარდაცვლილის თანასოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის და კონფლიქტში მონაწილე პირების ახლობლების უძრავი ქონება, – სასტუმრო და რამდენიმე სახლი, – დაწვეს. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

გიორგი კობერიძე მუშაობს ახალქალაქში.