ბათუმში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. სამედიცინო დაწესებულებიდან, დღის ბოლომდე, მეორე პაციენტსაც გაწერენ. აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღეს არ დაფიქსირებულა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 200-მდე მოქალაქეს აუღეს ანალიზი და  ყველა პასუხი უარყოფითია. ბათუმში უკვე მეოთხე  დღეა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება. საერთო ჯამში აჭარაში 4900-ზე მეტი პირია გამოკვლეული.