ვიტალი დარასელიას დაჯილდოვება

18:30, 22.05.2018

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ოჯახს ღირსების ორდენი გადასცა.

დაჯილდოვება საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით ასევე ვიტალი დარასელიას ბიოგრაფიული წიგნი დაიბეჭდა.

ვიტალი დარასელია საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა და 25 წლის ასაკში, გარდაიცვალა.

მსგავსი