ვირუსების სეზონი

საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.  სეზონური ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა და შემთხვევათა ზრდა მომდევნო ეტაპზეა მოსალოდნელი. პრევენციისთვის  სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ ვირუსის სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში მოეროდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დარჩნენ სახლში და ჩაიტარონ დანიშნული მკურნალობა.