ვირუსების სეზონი – ტესტირებისა და მკურნალობის სტანდარტები
ქვეყანაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის მაჩვენებელი პიკურ ნიშნულზეა.
შემთხვევების თითქმის 80% A და B ტიპის ვირუსებზე მოდის. საკმაოდ მაღალია H1N1-ის, იგივე „ღორის გრიპის” გავრცელების სტატისტიკაც. გრიპით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში ექიმები ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ გამოყენების რეკომენდაციას სულ უფრო ხშირად გასცემენ – მათ შორის მცირეწლოვნებშიც. თუმცა მშობლებს გვერდითი ეფექტების გამო გარკვეული შეკითხვები დაუგროვდათ. მედიკოსები გრძელვადიან პერსპექტივაში პრეპარატისგან გამოწვეულ სერიოზულ გართულებებს გამორიცხავენ. თუმცა პაციენტებს მოუწოდებენ, რომ ტესტირების გარეშე თვითნებურ მკურნალობას არ მიმართონ.