სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის. ამაზე მეტყველებს კლინიკებისადმი გაზრდილი მიმართვიანობა.
პაციენტების სიმრავლეა პედიატრიულ დაწესებულებებშიც. რამდენად მომზადებული ხვდება ქვეყანა ვირუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელ სეზონს. თუ ჯანდაცვის უწყებისა და კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებს დავეყრდნობით, ჯანდაცვის სექტორი სრულ მზადყოფნაშია და როგორც ადგილების, ისე მედიკამენტების კუთხით შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. მედიკოსები რეკომენდაციებსაც ავრცელებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შემოტანილი 200 ათასი ვაქცინიდან 50 ათასი ისევ მარაგშია, ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
რა მდგომარეობაა ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების კუთხით და რა პროგნოზებს აკეთებენ სპეციალისტები – თეონა მაჭარაშვილის გიამბობთ.