ვირუსების სეზონი და ეპიდვითარება

15:33, 09.10.2025

როგორია ეპიდვითარება საქართველოში. ქვეყანაში ამ დროისთვის რინოვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, რინოვირუსთან ერთად, გაციების გამომწვევი სხვა ვირუსებიც ფიქსირდება, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, მეტაპნევმოვირუსი და კორონავირუსი. რაც შეეხება გრიპს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღეისთვის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება. მისივე განმარტებით, გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება აცრაა, გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შემოტანილია და ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსგავსი