ქვეყანაში ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად არის მომატებული.
სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატა. ეპიდემიოლოგები პიკური პერიოდის გაგრძელებას კიდე ერთი თვის განმავლობაში ვარაუდობენ. ამ მომენტისთვის ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპი, რომელსაც განსაკუთრებით ბავშვებში გართულებები ახასიათებს. პედიატრიული კლინიკები გადატვირთულია. ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, რომ პირველი სიმპტომებისთანავე ვირუსის სახეობის დიაგნოსტირება მოხდეს, რაღა ე.წ. ღორის გრიპის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ანტივირუსული პრეპარატი დროულად ჩართონ.