ვირტუალური ფული

2009-2010 წლებში მისი ღირებულება სულ რაღაც ერთ ცენტს შეადგენდა. დღეის მონაცემით კი მისი ფასი 15 000 დოლარია. უკვე ხვალ ეს ციფრი შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს, ან პირიქით – მკვეთრად შემცირდეს. საუბარია ბიტკოინზე – იგივე ვირტუალურ ფულზე, რომლის წარმოების კუთხით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. მოქალაქეების დაინტერესების მხრივ კრიპტოვალუტის, ანუ ელექტრონული ფულის ბუმმა საქართველოშიც შემოაღწია. თანხის სარისკო დაბანდება თუ გამდიდრების რეალური შანსი – სანდრო ჯუფალიანის რეპორტაჟი ვირტუალური ფულის პერსპექტივებსა და შესაძლო რისკებზე.